logo_geo
ცნობილი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი გარდაიცვალა
- +

14 ნოემბერი. 2020. 20:46

 

ცნობილი სომეხი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს კინოში და ტელევიზიაში 275 როლი აქვს შესრულებული. ამ მაჩვენებლით ის გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი.

 

ცნობილმა საბჭოთა მსახიობმა ვალენტინ გაფტმა, რომელიც კოლეგებზე ეპიგრამებით არის ცნობილი, ერთხელ თქვა: „მსოფლიოში ბევრად ნაკლები სომეხი ცხოვრობს, ვიდრე ფილმები, რომლებშიც ჯიგარხანიანმა ითამაშა“.

 

მსახიობს საკმაოდ ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. მისი პირველი ცოლი და შვილი მძიმე გენეტიკური დაავადებით გარდაიცვალა, ხოლო ორი შემდგომი ქორწინება გაყრით დასრულდა. მსახიობის ჯანმრთელობა 2017 წელს მას შემდეგ გაუარესდა, რაც ის მესამე ცოლს გაეყარა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი