logo_geo
ყირგიზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
- +

14 ნოემბერი. 2020. 21:34

 

ყირგიზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა სადირ ჟაპაროვმა თანამდებობა დატოვა.

 

„გადავწყვიტე ქვეყნის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ჩამოვშორდე, ასევე შევაჩერებ ყურგიზეთის პრემიერმინისტრის მოვალებებსაც და არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას როგორც რიგითი მოქალაქე”,- აცხადებს ჟაპაროვი.

 

კანონის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს პარლამენტის სპიკერი ტალანტ მამიტოვი. მთავრობის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები პირველ ვიცეპრემიერზე არტემ ნოვიკოვზე გადადის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი