logo_geo
პერუს დროებითი პრეზიდენტი გადადგა
- +

16 ნოემბერი. 2020. 10:01

 

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე პერუს დროებითი პრეზიდენტი მანუელ მერინო გადადგა. ის პრეზიდენტის მოვალეობას სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებდა და პოსტის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის დროს 2 ადამიანი დაიღუპა.

 

„ძვირფასო პერუელებო, ამ სამწუხარო მოვლენების შემდეგ გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტის პოსტი დავტოვო. აქტივისტების გარდაცვალების ფაქტები უნდა გამოიძიონ და თითოეული დამნაშავე დაისაჯოს. თქვენს მსგავსად მეც საუკეთესო მინდა ჩემი ქვეყნისთვის“, -განაცხადა მან.

 

გასულ კვირას პერუს კონგრესმა პრეზიდენტ მარტინ ვიზკარას იმპიჩმენტი გამოუცხადა. მას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში სდებენ ბრალს, რასაც ვიზკარა კატეგორიულად უარყოფს. მისი გადაყენების შემდეგ დროებით პრეზიდენტად კონგრესის სპიკერი მანუელ მერინო აირჩიეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი