logo_geo
იაპონიის იმპერატორმა, შესაძლოა, საახალწლო მილოცვა გააუქმოს
- +

16 ნოემბერი. 2020. 11:24

 

იაპონიის იმპერატორმა, შესაძლოა, მოსახლეობას ახალი წელი აღარ მიულოცოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.

 

იმპერატორი მოსახლეობას ტრადიციულად 2 იანვარს მიმართავს. ის სასახლის აივანზე გამოდის, ეზოში კი ათობით ათასი ადამიანი იკრიბება. ანალოგიური ღონისძიება იმპერატორის დაბადების დღესაც ხდება.

 

იმპერატორის სასახლის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ 2021 წელს ეს ტრადიცია დროებით შეწყდება. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ამდენი ადამიანის შეკრება სასურველი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მიიღებენ და დეკემბრის დასაწყისში გაახმაურებენ.

 

შეგახსენებთ, იაპონიის 123-ე იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე 2019 წლის 1 მაისს აბრძანდა, მას შემდეგ რაც მასზე უარი მისმა 85 წლის მამამ, აკიჰიტომ განაცხადა. იმპერატორის შეცვლით იაპონიაში ახალი ერა დაიწყო, რომელსაც რეივა ეწოდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი