logo_geo
რუსეთში კოვიდ-ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

16 ნოემბერი. 2020. 12:35

 

რუსეთში კოვიდ-ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 22 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში ინფიცირების 1 948 603 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 303 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 33 489 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა. 1 453 849 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი