ფსიქოლოგი ინგა ჩახვაშვილი ქართველ ფეხბურთელებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სპორტის სასახლიდან ჩემი, ჩვენი რამაზ შენგელიას გამოსვენებისას ვიტალი დარასელიას ქვრივმა, მარინა მამალაძემ მითხრა: მიდიან ჩვენი ბიჭები, დიდი სიყვარული დატოვეს და მიდიან.
ალბათ, ესაა მარადისობა, გარდაცვალებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც შენი გახსენებაც კი ისევ იმ სიმძაფრით რომ აბედნიერებს და ახარებს შენს გულშემატკივარს, როგორც სიცოცხლეში ახარებდი შენი თავდაუზოგაობით სავარჯიშო თუ სათამაშო მოედანზე, როცა შენი გარჯის საფასური ფული კი არა, გულშემატკივრის სიყვარულია და შენი სიყვარული ბურთის მიმართ, როგორც იმ შორეულ ბავშვობაში გამარჯვების „ჟილკით“ დასდევდი ოჩამჩირის თუ ბალახვანის არცთუ კეთილმოწყობილ სტადიონებზე.
ეს „რაღაც“ დავკარგეთ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული და დღემდე ვერ გვიპოვია. რავი, ვეძებდით რო...
მაგრად მიტყდება, ჩემს ორ გარდაცვლილ ჯილას და დღევანდელ საქართველოს ნაკრების წევრებსაც ერთი სახელი რომ ჰქვიათ - ფეხბურთელი. ნათელი თქვენს სულებს, ჩვენო ბიჭებო, ათას ცოცხალს დღემდე სჯობიხართ და დღემდე მიყვარხართ“, - წერს ინგა ჩახვაშვილი.