გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ 1395 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 77 083 შემთხვევევაა აღრიცხული. ვირუსს 985 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 55 700-ს აღემატება.