კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპასა და ამერიკაში ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის წერტილს მიუახლოვდნენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„უაღრესად შეშფოთებულნი ვართ რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების აფეთქების გამო. ეს განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკის რეგიონს ეხება. ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის წერტილს მიუახლოვდნენ“, - განაცხადა გებრეიესუსმა.