logo_geo
ილჰამ ალიევი: სომხეთი ყარაბაღის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის პასუხს აგებს
- +

17 ნოემბერი. 2020. 01:06

 

 

„მოწინააღმდეგემ ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა. საერთაშორისო სასამართლოში მოუწევთ პასუხისგება“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

16 ნოემბერს ის ყარაბაღში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა.

 

„ადრეც განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საერთაშორისო სტრუქტურებსა და ექსპერტებს მოვიწვევთ. შევაფასებთ ზიანს და სომხეთისგან კომპენსაციას მოვითხოვთ. ამ დღეებში მათ სახლები და ტყეებიც გაანადგურეს. ამისთვისაც აგებენ პასუხს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

სამმხრივი შეთანხმება სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 10 ნოემბერს შედგა. სომხეთის პრემიერი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა. გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელიც აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიკავა, სომხეთმა კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებიც დათმო“, - განაცხადა ალიევმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი