logo_geo
ჩინეთში ბრიტანელმა დიპლომატმა სტუდენტი დახრჩობას გადაარჩინა
- +

17 ნოემბერი. 2020. 10:49

 

 

ბრიტანელი დიპლომატი სტივენ ელისონი ჩინეთში გმირად გამოაცხადეს. 61 წლის ელისონმა ქალაქ ჩუნცინში დახრჩობას 24 წლის სტუდენტი გადაარჩინა. ვიდეოს BBC ავრცელებს.

 

გოგოს, სავარაუდოდ, სველ ქვაზე ფეხი დაუსხლტა და მდინარეში გადავარდა. დინებამ ის ხიდისკენ წაიღო, სადაც ბრიტანელი დიპლომატი სეირნობდა. ის მდინარეში გადახტა და გონებადაკარგული ქალი სიკვდილისგან იხსნა. ნიუკასლელი დიპლომატი სტივენ ელისონი ჩუნცინში ბრიტანეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი