logo_geo
სოლომონის კუნძულებზე „ფეისბუქს“ აკრძალავენ
- +

17 ნოემბერი. 2020. 11:29

 

 

სოლომონის კუნძულების ხელისუფლებამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამერიკული სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ გაურკვეველი ვადით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი „ფეისბუქში“ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკა გახდა.

 

ინიციატივა მინისტრთა კაბინეტს ქვეყნის პრემიერმა მანასი სოგავარემ და კავშირგაბმულობისა და ავიაციის მინისტრმა წარუდგინეს. გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტს მოჰყვა, რასაც ხელისუფლება ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს.

 

სოციალურ ქსელებში ხელისუფლების კრიტიკა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა საკითხებმა გამოიწვია. საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ეკონომიკური სტიმულირების სახსრების განაწილების სტრატეგია და დიპლომატიურ ურთიერთობების ტაივანიდან ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადატანა გააპროტესტა.

 

სოლომონის კუნძულების ხელისუფლება აცხადებს, რომ დროებით აკრძალვები ქვეყნაში სიტყვის თავისუფლებას არანაირად არ შეზღუდავს.

 

ამ დროისთვის „ფეისბუქი“ ასევე აკრძალულია ჩინეთში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი