ფრინველის გრიპის H5N8-ის გავრცელების გამო, დანიის ფერმებში 25 ათას წიწილას გაანადგურებენ. ინფორმაციას დანიის ვეტერინარიის სამსახურზე დაყრდნობით, „Ekstra Bladet“ ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ფრინველიდან ადამიანის დაინფიცირება არ დაფიქსირებულა.
გარდა ამისა, ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებში სამი თვით აიკრძალება ქათმისა და კვერცხის ექსპორტი.