logo_geo
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას აშშ-სა და NATO-ს დახმარების გარეშე
- +

17 ნოემბერი. 2020. 20:55

 

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას აშშ-სა და NATO-ს დახმარების გარეშე.

მისი თქმით, ევროპას ათწლეულები დასჭირდება კონვენციური ან ბირთვული ძალების ფორმირებისთვის, რითაც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში NATO-სა და აშშ-ის წვლილის ჩანაცვლებას შეძლებს.

 

„ევროპისთვის სტრატეგიული ავტონომიის იდეა იმ ილუზიას კვებავს, რომ ჩვენ ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფა ნატოსა და აშშ-ის გარეშე შეგვიძლია.

 

გერმანიასა და ევროპას არ შეუძლიათ თავი დაიცვან ამერიკის ბირთვული და კონვენციური ძალების გარეშე. ეს უბრალოდ ფაქტია“, - განაცხადა  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი