გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას აშშ-სა და NATO-ს დახმარების გარეშე.
მისი თქმით, ევროპას ათწლეულები დასჭირდება კონვენციური ან ბირთვული ძალების ფორმირებისთვის, რითაც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში NATO-სა და აშშ-ის წვლილის ჩანაცვლებას შეძლებს.
„ევროპისთვის სტრატეგიული ავტონომიის იდეა იმ ილუზიას კვებავს, რომ ჩვენ ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფა ნატოსა და აშშ-ის გარეშე შეგვიძლია.
გერმანიასა და ევროპას არ შეუძლიათ თავი დაიცვან ამერიკის ბირთვული და კონვენციური ძალების გარეშე. ეს უბრალოდ ფაქტია“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.