logo_geo
თურქეთში შაბათ-კვირას კომენდანტის საათი იმოქმედებს
- +

17 ნოემბერი. 2020. 22:38

 

 

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში შაბათ-კვირას კომენდანტის საათი იმოქმედებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  შაბათ-კვირას მოქალაქეები გარეთ გასვლას დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეძლებენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 417 594 შემთხვევა გამოვლინდა, 11 601 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 356 375 - გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი