logo_geo
თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა
- +

17 ნოემბერი. 2020. 23:56

 

 

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა.

16 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულების პროექტი პარლამენტში განსახილველად წარადგინეს.

 

„ერთობლივი ცენტრის ადგილმდებარეობას აზერბაიჯანი განსაზღვრავს. ცენტრში იმოქმედებენ სამხედროები და აუცილებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო პირებიც. ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. თურქი სამხედროების გაგზავნა თურქეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

13 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თურქი მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღში არ განთავსდებიან. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საუბარია რუსულ-თურქულ სამონიტორინგო ცენტრზე, რომელიც აზერბაიჯანში განთავსდება და ყარაბაღთან ახლოს არ იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი