logo_geo
19-20 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
- +

18 ნოემბერი. 2020. 13:01

 

 

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ნისლი; მაღალმთიან ზონაში - ზოგან ქარბუქი.

 

„შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი