logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 20 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

18 ნოემბერი. 2020. 14:02

 

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში 20 985 ახალი კოვიდ-ინფიცირებული აღრიცხეს.

 

ვირუსს ბოლო ერთ დღეში 456 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი ლეტალური შემთხვევები 34 387-ს აღწევს.

 

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 1 991 998 შემთხვევა.

 

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვსა (4 174) და სანკტ-პეტერბურგში (2 215) დაფიქსირდა.

 

big_banner
არქივი