logo_geo
კონგომ ებოლას ვირუსის დამარცხების შესახებ გამოაცხადა
- +

18 ნოემბერი. 2020. 15:14

 

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ებოლას ვირუსით გამოწვეული ეპიდემია, რომელსაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 55 ადამიანი ემსხვერპლა, დაამარცხა. ამის შესახებ NDTV  წერს.

 

„მოხარული ვარ, რომ კონგოში საზეიმოდ გამოვაცხადე ებოლას ვირუსის მე-11 ეპიდემიის დასრულება, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვირუსის გავრცელების შანსი კვლავ არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონგოში ებოლას ვირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა და მათგან 55 ადამიანი გარდაიცვალა. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის ფართო გამოყენებამ დაავადების აღკვეთას ხელი შეუწყო.

 

ცნობილია, რომ კონგოში ეპიდემია, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, ქვეყნისთვის  კორონავირუსის გავრცელებამდე საკმაოდ საზიანო აღმოჩნდა, რადგან ვირუსმა 2 277 ადამიანი იმსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი