logo_geo
რა ქონებას ფლობს ივანკა ტრამპი და მისი ოჯახი
- +

1 აპრილი. 2017. 23:45



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი 740 მილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ. ამაზე კუშნერის შემოსავლებთან დაკავშირებული მონაცემები მეტყველებს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების დეკლარაცებითან ერთად გამოქვეყნდა.


დეკლარაციაში მითითებულია შემოსავალი და აქტივების ღირებულება, რასაც პოლიტიკოსი თანამდებობის დაკავების მომენტამდე ფლობდა.


პარასკევს გამოქვეყნებულ მონაცემებში თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის დეკლარაციები არ არის.


კუშნერის დეკლარაციის თანახმად, ივანკა ტრამპის ტანსაცმლისა და პარფიუმერიის წარმოების ბიზნესის ღირებულება 50 მილიონ დოლარს შეადგენს. Trump International Hotel-იდან მისი წილი 25 მილიონ დოლარადაა შეფასებული. თავად ივანკა ტრამპს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები საკუთარი შემოსავლის შესახებ.


Financial Times-ის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულია ქვეყნის ისტორიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი