logo_geo
ილონ მასკმა მილიარდერების რეიტინგში მარკ ცუკერბერგს გადაუსწრო
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:38

 

 

„Tesla“-ს და „SpaceX“-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი „Bloomberg“-ის მილიარდერთა რეიტინგის მესამე ადგილზე გავიდა, რომელზეც „Facebook“-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ჩაანაცვლა.

 

19 ნოემბრის მონაცემებით, მასკის ქონების ღირებულება 120 მილიარდ დოლარად ფასდება, ცუკერბერგის კი - 103 მილიარდად. სააგენტოს მონაცემებით, „Tesla“-ს აქციების 10%-იანი ზრდის ფონზე, ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 10,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 

რეიტინგის პირველ ადგილს კვლავ „Amazon“-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს (183 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილზე კი „Microsoft“-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია (128 მილიარდი დოლარი).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი