logo_geo
ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:32

 

 

ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. ქვეყნებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი ისრაელში ჩავიდა და კოლეგა გაბი აშკენაზის შეხვდა.

 

ალ-ზაიანი ბაჰრეინის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. „The Times of Israel“-ის ინფორმაციით, საელჩოების გახსნა მიმდინარე წლის დასრულებამდეა დაგეგმილი. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დეკემბერში ოფიციალური ვიზიტით ბაჰრეინში ჩავა.

 

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები 19 ოქტომბერს დაამყარეს, რაც აშშ-ის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მშვიდობისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი უწოდა. 2020 წელს ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც დაამყარა.

 

 

big_banner
არქივი