logo_geo
ავსტრალიელმა სამხედროებმა ავღანეთში ათობით სამოქალაქო პირი მოკლეს
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:56

 

 

ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა (ADF) 4-წლიანი გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ელიტარული დანაყოფის ჯარისკაცებმა ავღანეთში 39 სამოქალაქო პირი მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოძიების შედეგების თანახმად, გამოძიება 23 ყოფილი და მოქმედი ჯარისკაცის წინააღმდეგ დაიწყება. მათ 2009-2013 წლებში „ტყვეების, ფერმერებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა“ ედებათ ბრალად.

 

გამოძიების ფარგლებში 400-ზე მეტი მოწმე გამოიკითხა. დადგინდა, რომ გამოუცდელ ჯარისკაცებს ტყვეებს აკვლევინებდნენ, რათა მათ პირველი მკვლელობა ჩაედინათ. დანაშაულის დასაფარად კი მოკლულთა გვერდით იარაღს და სხვა ნივთებს დებდნენ.

 

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ავსტრალიური მხარისგან დაპირება მიიღეს, რომ დამნაშავეები სამართლიან სასჯელს მიიღებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი