logo_geo
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ქაბულში ჩავიდა
- +

19 ნოემბერი. 2020. 17:06

 

"პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განს ხვდება იმის ფონზე, რომ ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფება „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერებულია და ძალადობის მაჩვენებელი იზრდება", – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

 

მედიის ცნობით, შეხვედრა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მას შემდეგ შედგა, რაც პენტაგონმა ავღანეთში სამხედროების რაოდენობის 4 500-დან 2 500-მდე შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება.

 

იმრან ხანის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 2 წლის შემდეგ, ეს ავღანეთში მისი პირველი ვიზიტია.

 

„აქცენტი გაკეთდება ქვეყნებს შორის სამომავლო, მეგობრული, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, სამშვიდობო პროცესებსა და რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

როგორც ვაშინგტონი აცხადებს, პაკისტანის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარდამტეხია, რამდენადაც მათ გავლენა აქვთ „თალიბანის“ ლიდერებზე. თავად პაკისტანში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს გავლენა შემცირებულია.

 

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში დაჯგუფება „თალიბანმა“ თვითმკვლელების მიერ 53 თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ათასობით გარდაცვლილს შორის 1 210 მშვიდობიანი მოსახლეა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი