logo_geo
სერბეთის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
- +

19 ნოემბერი. 2020. 22:43

 

 

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩმის განცხადებით, სერებთის პატრიარქის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

„სერბეთის პატრიარქი ირინეოსი რთულ მდგომარეობაშია, უფრო სწორად, მძიმე მდგომარეობაში. მადლობა ღმერთს, ის ცოცხალია და 3-4 საათის წინ გაცილებით უკეთესად იყო, როდესაც ბევრი ამბობდა, რომ ის გარდაიცვალა. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა. მოხდა მისი ინტუბირება. ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. რაიმეს პროგნოზირება ძნელია, უნდა ვილოცოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი