logo_geo
გერმანიაში კორონავირუსის 23 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

20 ნოემბერი. 2020. 10:59

 

 

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მაჩვენებელი გუშინდელ დღესთან შედარებით გაზრდილია.

 

ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

 

ბოლოს დღე-ღამეში გერმანიაში „კოვიდ-19“-ს 260 პაციენტი ემსხვერპლა.

 

საერთო ჯამში გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 879 564 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 13 630 გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი