logo_geo
მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
- +

20 ნოემბერი. 2020. 11:27

 

 

მექსიკაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

125-მილიონიან ქვეყანაში, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის 7% მოდის.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსს 576 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 104-ს მიაღწია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების 15 ათასზე მეტი „საეჭვო“ შემთხვევაა, რომელიც, შესაძლოა, ასევე ვირუსს უკავშირდებოდეს.

 

ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 64 წელია. მექსიკაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი