logo_geo
დიდ ბრიტანეთში შობის დღესასწაულზე შესაძლოა, შეზღუდვების ნაწილი გააუქმონ
- +

20 ნოემბერი. 2020. 13:26

 

დიდ ბრიტანეთში შობის დღესასწაულზე შესაძლოა, შეზღუდვების ნაწილი გააუქმონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვების ფონზე ვირუსის გავრცელების ტემპი შენელებულია, რის გამოც შესაძლოა, შობის დღესასწაულისთვის შეზღუდვების ნაწილი გაუქმდეს.

 

„გვაქვს დამაიმედებელი ნიშნები, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს და რომ მკაცრი კარანტინი, რომელიც თვის დასაწყისში დავაწესეთ, ეფექტურად მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი შობა, იქნება გარკვეული რეგულაციები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დაუშვებენ გვქონდეს ასე თუ ისე ნორმალური შობა, რომელსაც ხალხი ასე ელოდება“, – განაცხადა ჰენკოკმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი