logo_geo
თურქეთმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 101 პირის დაპატიმრების ბრძანება გასცა
- +

20 ნოემბერი. 2020. 15:48

 

თურქეთის ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებული ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 101 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ შორს არიან ადვოკატები და ექიმები. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

 

სპეცოპერაცია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიარბაქირის პროვინციაში ჩატარდა. ჩხრეკა 4 ქალაქსა და 106 მისამართზე მიმდინარეობდა.

 

მიმდინარე წლის სექტემბერში პროკურატურამ 60 ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა, რომელთა შორის 48 ადვოკატი დ იურიდიული სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. მათ ბრალად აშშ-ში თვითდევნილობაში მყოფ თურქ მქადაგებელთან და პოლიტიკური ფიგურასთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ედებოდათ ბრალი. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობის დროს მინიმუმ 290 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა. გიულენი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ 2016 წლის ივლისის მოვლენებთან კავშირი არა აქვს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი