logo_geo
ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა
- +

21 ნოემბერი. 2020. 00:08

 

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა.

 

„მე ვცხოვრობ იმ დევიზით, რომ რიცხვები არ იტყუებიან. მჯერა, რომ ის რიცხვები, რომელიც დღეს წარვადგინეთ, სწორია“, - განაცხადა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა.

 

ცნობისთვის, ბიულეტენების ხელახალი დამუშავების შემდეგ 159 ოლქში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ჯო ბაიდენმა კი - 2 475 141.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი