logo_geo
ნიდერლანდელი ჟურნალისტი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების კონფიდენციალურ ვიდეოკონფერენციაზე შემთხვევით მოხვდა
- +

21 ნოემბერი. 2020. 15:42

 

 

ნიდერლანდელი ჟურნალისტი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების კონფიდენციალურ ვიდეოკონფერენციაზე შემთხვევით მოხვდა.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, დანიელ ნერლაანი „ართიელ ნიუსიდან“ ვირტუალურ შეხვედრაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ვიდეოკონფერენციის კონფიდენციალური დელატები მიკრობლოგ „ტვიტერზე“ შემთხვევით გამოაქვეყნა.

 

ვიდეოკონფერენციაზე შემთხვევით აღმოჩენილ ჟურნალისტს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მიმართა და აცნობა, რომ ჟურნალისტი საიდუმლო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელზე დასწრების უფლებაც არ ჰქონდა.

 

ჟურნალისტმა მინისტრებს ბოდიში მოუხადა და ვირტუალური შეხვედრა მალევე დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი