logo_geo
გვატემალაში დემონსტრანტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს
- +

22 ნოემბერი. 2020. 10:26

 

 

გვატემალაში დემონსტრანტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. აქციაზე სამართალდამცველებმა 21 პირი დააკავეს.

 

აქციის მონაწილეები ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტის შემცირებას აპროტესტებენ. დემონსტრანტები გვატემალას პრეზიდენტის, ალეხანდრო ჯიამატეის გადადგომასაც ითხოვენ.

 

„როიტერი“ წერს, რომ აქციის მონაწილეების უმრავლესობა პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა, თუმცა დემონსტრანტების ნაწილმა ძალადობრივ მეთოდებს მიმართა. არეულობის შედეგად დაშავდა 20-მდე აქციის მონაწილე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი