logo_geo
ავსტრალიაში მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც სუპერბაქტერიებს გამოავლენს
- +

23 ნოემბერი. 2020. 13:57

 

 

მონაშის უნივერსიტეტი და მელბურნში მდებარე ალფრედის საავადმყოფო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ, რომლის ფუნქცია სუპერბაქტერიების გამოვლენა იქნება.

 

პროექტი სახელმწიფო ფონდიდან 3,4 მილიონი დოლარით ფინანსდება. ტესტები ალფრედის საავადმყოფოში ჩატარდება.

 

სუპერბაქტერიების გამოვლენის გარდა, ხელოვნური ინტელექტი მედიკოსებს მკურნალობის ინდივიდუალური კურსის შექმნაში დაეხმარება.

 

„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება იმის გასაგებად, თუ როგორ აინფიცირებენ სუპერბაქტერიები ადამიანებს და როგორ ხდება მათი გადაცემა საავადმყოფოს სისტემაში, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილე მედიკოსმა.

 

შეგახსენებთ, რომ სუპერბაქტერიანი არის ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც მუტაციების პროცესში მდგრადი გახდნენ წამლების, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადები გახდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი