logo_geo
ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება
- +

24 ნოემბერი. 2020. 02:55

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, სავალდებულო არ იქნება.

 

„ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. თუმცა, ყველას ვურჩევთ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა გაიკეთონ. ამჟამად ძალიან ბევრი ადამიანი ვაქცინის წინააღმდეგია. გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც დაიცავს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომლის ტესტირებაში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო, მხოლოდ მონაწილეთა 70% დაიცვა.

 

 

big_banner
არქივი