logo_geo
ბორის ჯონსონი: გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა, ყველას ვურჩევ ვაქცინის გაკეთებას
- +

24 ნოემბერი. 2020. 10:25

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა, ყველას მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.

 

„ამჟამად ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყანაში ვაქცინის წინააღმდეგია. გვსურს, მათ ვუთხრათ, რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც დაიცავს“, - განაცხადა ჯონსონმა.

 

ჯონსონის თქმით, იმ ბრიტანელებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვაქცინა ხელმისაწვდომი აღდგომისთვის იქნება. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 55 200 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი