logo_geo
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 ნოემბერი. 2020. 11:51

 

სომხეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 813 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 127 522-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

 

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 2 002 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 26 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 507 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 98 944 პაციენტი განიკურნა, ხოლო 26 069 კვლავ მკურნალობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი