logo_geo
ილჰამ ალიევი: თურქეთმა და ჩემმა ძმამ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვიწია
- +

24 ნოემბერი. 2020. 12:49

 

 

„ის, ვინც 44 დღის განმავლობაში მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინამ თურქეთის რესპუბლიკა, ჩემი ძმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნის ლიდერები იყვნენ“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც დღეს მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, ქალაქ აღდამს ესტუმრა.

 

„ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწიეთ ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით“, - განაცხადა ალიევმა.

 

მისი თქმით, აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა.

 

„აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა. ჩვენ აღვადგენთ ქალაქ აღდამს, აღვადგენთ ყველა სოფელს. დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, აღდამი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - განაცხადა ალიევმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი