„ის, ვინც 44 დღის განმავლობაში მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინამ თურქეთის რესპუბლიკა, ჩემი ძმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნის ლიდერები იყვნენ“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც დღეს მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, ქალაქ აღდამს ესტუმრა.
„ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწიეთ ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით“, - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა.
„აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა. ჩვენ აღვადგენთ ქალაქ აღდამს, აღვადგენთ ყველა სოფელს. დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, აღდამი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - განაცხადა ალიევმა.