logo_geo
ისრაელის პრემიერი და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრე ნობელის პრემიაზე წარადგინეს
- +

24 ნოემბერი. 2020. 17:26

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრე მუჰამად იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

 

ინიციატორი 1998 წელს ნობელის პრემიერის ლაურეატი დევიდ ტრიმბლია. ეს არის ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსი, რომელიც იყო ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრი 1998-დან 2002 წლამდე, ხოლო ულსტერის უნიონისტური პარტიის ლიდერი 1995 წლიდან 2005 წლამდე. ჯილდო მან ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

 

ოქტომბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრიმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის ვითარების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი