logo_geo
ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს
- +

25 ნოემბერი. 2020. 00:06

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის შეძენის მიზნით, ევროკავშირმა ამერიკულ კომპანია Moderna-სთან შეთანხმებას მიაღწია.

მისივე თქმით, შეთანხმება ევროკავშირს ვაქცინის 160 მილიონამდე დოზის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

 

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ხვალ მეექვსე ხელშეკრულებას გავაფორმებთ კომპანია Moderna-სთან . საუბარია ვაქცინის 160 მილიონამდე დოზის შეძენაზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი