logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაში შესაძლოა, რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ
- +

25 ნოემბერი. 2020. 15:36

 

 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაში შესაძლოა, რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ.

 

ეს საკითხი რეჯეფ ტაიტპ ერდოღანმა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარში განიხილა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ჩვენ შეგვიძლია, ამ პროცესში მეოთხე და მეხუთე ქვეყანაც ჩავრთოთ, მათ შორის რეგიონის სახელმწიფოები“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის გახსნაზე.

 

თურქეთის პარლამენტმა მთიან ყარაბაღში თურქი სამხედრო დამკვირვებლების გაგზავნის ნებართვა გასულ კვირას გასცა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში გააფორმეს. დოკუმენტი რეგიონში რუსი სამხედროების განთავსებას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი