logo_geo
ბულგარეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა
- +

25 ნოემბერი. 2020. 15:37

 

 

ბულგარეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში სკოლები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები დაიხურება.

 

შეზღუდვები პარასკევს ამოქმედდება და 21 დეკემბრამდე გაგრძელდება. მათი მთავარი მიზანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლისგან გადარჩენაა.

 

„ერთადერთი, რაც COVID-19-ის გავრცელებას ამცირებს, სოციალური კონტაქტების შეზღუდვა ან კარანტინია. ჰოსპიტლებზე წნეხის შესამსუბუქებლად, რომლებიც უკვე ზღვარზე არიან, 3 კვირით ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბულგარეთში კორონავირუსის 4 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 129, 348-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 3 226 პაციენტი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი