logo_geo
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის მხრიდან საფრთხე უფრო აშკარა გახდა
- +

25 ნოემბერი. 2020. 18:58

 

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე უფრო აშკარა გახდა და NATO-მ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს.

 

„ფაქტია ის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რუსეთი შეიარაღების ახალ სახეობებს ფლობს და რუსეთის საფრთხე უფრო აშკარა გახდა“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

 

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიამ თავისი პოზიციები უნდა გააძლიეროს და ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განიარაღება რუსეთთან მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან გამომდინარე უნდა აწარმოოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი