ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
„დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო, პრეზიდენტი 3-დღიან ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს, რომელიც დღიდან დაიწყება“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. დიეგო მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.