logo_geo
მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
- +

25 ნოემბერი. 2020. 23:23

 

 

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

„დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო, პრეზიდენტი 3-დღიან ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს, რომელიც დღიდან დაიწყება“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. დიეგო მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

 

big_banner
არქივი