logo_geo
მარადონას შვილი რეანიმაციაში იმყოფება
- +

26 ნოემბერი. 2020. 02:47

 

 

არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ვაჟმა, დიეგო მარადონა-უმცროსმა, მამის გარდაცვალება რეანიმაციაში ყოფნისას შეიტყო, სადაც კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო მოხვდა.

 

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ყვითელი პრესის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაურეკა 35 წლის მამაკაცს, მამამისის სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად. სწორედ ამ მომენტში შეიტყო დიეგო-უმცროსმა მამის დაკარგვის ამბავი.

 

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი