ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 22 268 ადამიანს დაუდგინეს, 389 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
სულ ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 983 588 შემთხვევა გამოვლინდა, 15 160 ადამიანი გარდაიცვალა.