ინდოეთში კორონავირუსის 44 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9 266 705-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, ინდოეთში 524 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 135 223-ს აღწევს, ჯამში 8,7 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.