logo_geo
ინდოეთში კორონავირუსის 44 489 შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 ნოემბერი. 2020. 11:07

 

 

ინდოეთში კორონავირუსის 44 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9 266 705-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათში, ინდოეთში 524 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 135 223-ს აღწევს, ჯამში 8,7 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი