logo_geo
სომხეთში კორონავირუსის 1 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა
- +

26 ნოემბერი. 2020. 12:15

 

 

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 130 870-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

 

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 2 068-ს მიაღწია.

 

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 25 228 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 103 055-ია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი